Loading data...
მანჩესტერის აეროპორტში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

დიდი ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ყველა რეისი გაუქმდა და გადაიდო. ამის შესახებ Sky News იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა აეროპორტსა და ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქის ბევრ სხვა ობიექტს.

ელექტროენერგია ახლა აღდგენილია.

აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ყველა მგზავრმა დროულად შეძლოს გამგზავრება. 

როგორც Sky News-ი წერს, „ელექტროენერგიის გათიშვით გამოწვეული შეფერხებები ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბარგი შეიძლება ამ ფრენებზე ვერ მოხვდეს“.