1780312108
უცხოეთი
მალტაზე ფეიერვერკის ქარხანა აფეთქდა, არიან დაშავებულები - The Times Of Malta
ფეიერვერკის ქარხანა აფეთქდა დღეს, პირველ ივნისს მალტაზე, სალინას რაიონში, რასაც ჰაერში კვამლის სქელი ღრუბლის გამოჩენა მოჰყვა. ინფორმაციაზე The Times Of Malta წერს.
დაშავებულებისა და დაზარალებულების შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. როგორც აღმოჩნდა, ზარალი მიადგა ახლომდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს შორისაა 47 და 67 წლის ასაკის ორი მამაკაცი, რომლებიც ქარხანასთან ახლოს, მინდვრებს ამუშავებდნენ. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
აფეთქების ხმა კუნძულზე დილის 6:30-ზე გაისმა, მალევე გამოჩნდა ფერადი კვამლის სვეტი. მოსახლეობის ცნობით, ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.