მალაიზიის პრემიერი: კამბოჯა და ტაილანდი „დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ

კამბოჯა და ტაილანდი შეთანხმდნენ „დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე“, რომელიც ადგილობრივი დროით შუაღამისას დაიწყება, განაცხადა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, წერს CNN.
მალაიზიის ცნობით, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავალი იყო, კამბოჯის და ტაილანდის მხარეების რეგიონული მეთაურების შეხვედრა სამშაბათს, 29 ივლისს, გაიმართება.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი და ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ფუმტამ ვეჩაიაჩაი ერთმანეთს დღეს, 28 ივლისს, პუტრაჯაიაში, მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში შეხვდნენ.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის საბრძოლო შეტაკებები 24 ივლისს დაიწყო. ქვეყნების ოფიციალური პირების მონაცემებით, ოთხდღიანი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. მათ შორის საზღვართან დაკავშირებული დავა ათწლეულებია, გრძელდება.