Loading data...
მალაიზიაში ორი ვერტმფრენის შეჯახებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიის ქალაქ ლუმუტთან ორი სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN იუწყება.

კატასტროფა მალაიზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზაზე მოხდა, სადაც ფლოტის დღესთან დაკავშირებით აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობდა.

3 ადამიანი m502-6-ის ბორტზე, ხოლო 7 M503-3-ის ბორტზე იმყოფებოდა. გადარჩენა ვერავინ შეძლო.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.