Loading data...
„მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

„ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კატარის ემირსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„მან არ დაგმო ისრაელის მოქმედება, როდესაც თეირანში საწვავის საცავი ააფეთქა, რის შემდეგაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ ჩვენს ბუნებრივი აირის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას არ მოჰყოლია. ეს ჩვენს საპასუხო მოქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.