მაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა.
საფრანგეთის ლიდერის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
კერძოდ, მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა „უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება იქამდე, ვიდრე მისი აგრესიული ომი გრძელდება და არ დამყარდება მყარი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს“.
მაკრონის თქმით, ნებისმიერ ხანგრძლივ მშვიდობას თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების ურყევი გარანტიები და მიესალმა „შეერთებული შტატების მზადყოფნას, ამაში წვლილი შეიტანოს“.
„ამაზე ვიმუშავებთ მათთან და „მსურველთა კოალიციიდან“ ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რომლებსაც მალე კვლავ შევხვდებით, რათა მივაღწიოთ კონკრეტულ პროგრესს“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა „ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან ყველა გაკვეთილის მიღების აუცილებლობას, კერძოდ, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის კარგად ჩამოყალიბებული ტენდენციიდან“.
მაკრონმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, „რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ერთიანობისა და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით“.
„საფრანგეთი მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს“, - შეაჯამა მაკრონმა.
Coordination meeting this morning with President Trump, President Zelensky, and my European partners following the meeting between President Trump and President Putin in Alaska.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 16, 2025
At the conclusion of this meeting, we continued our discussions with my European counterparts.…