1771350234
უცხოეთი
მაკრონმა ინდოეთის პრემიერს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინასა და რუსეთს შორის ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინასა და რუსეთს შორის ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას. საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებას Le Monde ციტირებს.
„ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები, რათა მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი მორატორიუმის შემოღებას“, - განაცხადა მაკრონმა მოდისთან საუბრის შემდეგ.
როგორც მედია წერს, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს.