Loading data...
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ავიამზიდის მშენებლობას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2038 წლისთვის საფრანგეთი უახლესი ავიამზიდის, PANG-ის მწყობრში შეყვანას აპირებს, რომელიც იქნება ევროპის ისტორიაში აშენებული უდიდესი საბრძოლო ხომალდი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც მაკრონმა Camp de la paix-ის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხომალდის მშენებლობა 10,25 მლრდ ევრო დაჯდება. ახალი ავიამზიდის წყალწყვა 80 000 ტონა იქნება. ამ დროისთვის საფრანგეთის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში არსებული ავიამზიდი შარლ დე გოლი მასით დაახლოებით ორჯერ მცირეა - 42 000 ტონა.

საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა. ევროპული ქვეყნებიდან ავიამზიდები დიდ ბრიტანეთს, ესპანეთსა და იტალიას გააჩნია. ყველაზე მეტი ავიამზიდი, 11, აშშ-ის ფლოტის შემადგენლობაშია.

2030 წლის ბოლომდე თავდაცვაზე საფრანგეთის ხარჯები უნდა გაორმაგდეს. ახლა მისი სამხედრო ბიუჯეტი წელიწადში 50 მლრდ ევროა.