Loading data...
მაკრონმა და ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

„პირველ რიგში, ჩვენ განვიხილეთ ახლო და შუა აღმოსავლეთში არსებული ვითარება. მოვუწოდეთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უზრუნველყონ, რომ ეს ლიბანზეც გავრცელდეს, ასევე, მოვუწოდეთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში და ხაზი გავუსვით ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობას.

ასევე, განვიხილეთ უკრაინაში არსებული ვითარება და მოხალისეთა კოალიციის ფარგლებში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა ხელი შევუწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს მშვიდობა აბსოლუტურად უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და ეფუძნებოდეს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს უკრაინისთვის.

კერძოდ, 4 მაისს ერევანში გასამართი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის პერსპექტივიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვხატე საფრანგეთის მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც გახსნილ საზღვრებსა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე დაფუძნებულ ახალ ერას შექმნის.

და ბოლოს, ჩვენ შევთანხმდით დიალოგისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე,“ - დაწერა მაკრონმა X-ზე.