Loading data...
მაკრონის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაში ათასობით ფრანგი ჯარისკაცი გაგზავნონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში შესაძლოა „ათასობით ფრანგი ჯარისკაცი“ გაიგზავნოს. იუწყება Le Monde.

„ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად ათასობით ფრანგი ჯარისკაცის გაგზავნაა შესაძლებელი. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ გვსურს, პირველ რიგში, მოგვაწოდოთ სურათები და სადაზვერვო მონაცემები, მეორეც, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ უკრაინის არმიის რეკონსტრუქციაში და მესამე, ისინი განლაგდებიან ამ მრავალეროვნული ძალის შემადგენლობაში. ეს არ არის ძალები, რომლებზეც ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე. ეს არის დამხმარე ძალები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - აღნიშნა მან.

მან განმარტა, რომ „ეს არ არის ძალები, რომლებიც საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთვებიან“.

მისი თქმით, თურქეთი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საზღვაო კომპონენტზე.

მან, ასევე, განმარტა, რომ შეერთებული შტატები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხში წამყვან როლს შეასრულებს.

როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლების შესახებ ჰკითხეს, მაკრონმა უპასუხა, რომ „ის უახლოეს კვირებში კონტაქტებს ხელახლა დაამყარებს ვლადიმირ პუტინთან“.