მაკრონი: ტრამპმა განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინასთან ერთად გადაწყდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ მას „რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა სურს“. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, წერს The Guardian-ი.
ევროპელი ლიდერებისა და ტრამპის მონაწილეობით გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს მოწოდებებს ტყვეების უფრო ინტენსიური გაცვლისა და ომის დროს რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების გათავისუფლების შესახებ.
მისივე თქმით, ტრამპმა ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტერიტორიული საკითხი უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოგვარდება და დასძინა: „ჩვენ ამ პოზიციას მხარს ვუჭერთ“.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერ პოტენციურ ტერიტორიულ დათმობასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შორის მკაფიო კავშირი უნდა არსებობდეს.