მაკრონი: სათანადოდ უნდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ეს არის უნიკალური მომენტი, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთნაირად უკიდურესად წინააღმდეგნი არიან ევროპელების მიმართ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა ძალისხმევა უნდა გააძლიერონ და საკუთარი ინტერესები დაიცვან, რადგან აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ყველანი მათ მათ წინააღმდეგ არიან განწყობილნი.
„სათანადოდ უნდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ეს არის უნიკალური მომენტი, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთნაირად უკიდურესად წინააღმდეგნი არიან ევროპელების მიმართ. ასე რომ, ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა გამოვფხიზლდეთ“, - განაცხადა მაკრონმა ათენში, გაზეთ „კათიმერინის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად და დასძინა, „ჩვენ საკუთარ თავში ცოტა მეტად დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ და ჩვენი დღის წესრიგი შევთავაზოთ [სამყაროს]“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ იგი მოელის აშშ-თან არსებული დაძაბულობის გაგრძელებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგაც.
„ეს ისტორიული ტენდენციაა. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ აშშ-თან გარკვეულ საკითხებზე და ამას კვლავ დიდი აზრი აქვს საერთო ღირებულებებისა და ისტორიული კავშირების გამო, თუმცა მე ნამდვილად მჯერა, რომ აშშ-ის ეს მიდგომა შენარჩუნდება“, - დასძინა მაკრონმა.