Loading data...
მაკრონი: საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ პირობებში საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში. აღნიშნულის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.

„ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ და გვიჭირავს თავდაცვითი პოზიცია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და მოკავშირეების მხარდასაჭერად“ - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზს სურს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლებისა და საზღვაო უსაფრთხოების გარანტირება, თუმცა ომის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.