Loading data...
მაკრონი: სამშვიდობო გეგმა საბოლოოდ მხოლოდ კიევისა და ევროპის მონაწილეობით შეიძლება შეთანხმდეს

პარიზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე საბოლოო შეთანხმება მხოლოდ კიევისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით იქნება შესაძლებელი.  

„რუსეთს მხრიდან არანაირი სიგნალი არ არის იმისა, რომ ის აგრესიას შეწყვეტს. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია განიხილოს ტერიტორიული საკითხი, რადგან ეს მისი ტერიტორიაა, აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და სუვერენულია“, - განაცხადა მაკრონმა. 

რაც შეეხება გაყინულ რუსულ აქტივებს, უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაკრონის თქმით, ეს მხოლოდ ევროპელებთან საერთო მოლაპარაკებების მაგიდასთან შეიძლება გადაწყდეს.