Loading data...
მაკრონი სამდღიანი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში კავშირების განმტკიცებაა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, რომლის მიზანია სამხრეთ აზიის ქვეყანასთან თავდაცვისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში კავშირების განმტკიცება.

ვიზიტი ასევე ეხება საფრანგეთისგან Rafale-ს ავიაგამანადგურებლებისა და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების შეძენის თაობაზე შეთანხმების მიღწევას.  

მაკრონი მუმბაიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა, სადაც ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო პარტნიორობის გაფართოება განიხილეს.

მოდისთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ინდოეთთან ურთიერთობების დაჩქარება შეაქო და აღნიშნა, რომ ცვლილება „ცვალებად საერთაშორისო წესრიგზე“ საპასუხოდ მოხდა.

მაკრონი ასევე დაესწრება გლობალურ ხელოვნური ინტელექტის გავლენის 2026 წლის სამიტს, რომელიც მომდევნო დღეებში ნიუ-დელიში გაიმართება. 

„ამ ვიზიტით ჩვენ ვცდილობთ ინდოეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას და საფრანგეთის ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის დივერსიფიკაციას“, - განაცხადა მაკრონის ადმინისტრაციამ.

თავის მხრივ, მოდიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები „ძალიან განსაკუთრებულია“.

„ინდოეთისა და საფრანგეთის პარტნიორობას საზღვრები არ აქვს, მას შეუძლია ღრმა ოკეანეებიდან ყველაზე მაღალ მთამდე მიაღწიოს. დღევანდელ მღელვარე სამყაროში ეს გლობალური სტაბილურობისთვის პარტნიორობაა“, - განაცხადა მოდიმ.