1765210965
უცხოეთი
მაკრონი: რუსეთის ეკონომიკა ზიანდება განსაკუთრებით ჩვენი და ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციების შემდეგ
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე ხვდებიან ერთმანეთს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, კერძოდ, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის, ასევე, კიევის მხარდაჭერა იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას „ბევრი კოზირი აქვს ხელში“.
მან ისაუბრა ევროპისა და შეერთებული შტატების დაახლოების გზის პოვნის აუცილებლობაზე, რათა შეთანხმდნენ მშვიდობის მისაღწევად შემდგომ ნაბიჯებზე.
„ფაქტია, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ. რუსეთის ეკონომიკა ზიანდება განსაკუთრებით ჩვენი და ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციებისგან“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.