Loading data...
მაკრონი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს დარტყმები სამიზნეებზე, რომლებიც არ უკავშირდება ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს დარტყმები სამიზნეებზე, რომლებიც არ უკავშირდება ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაკრონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის წინადადებას უჭერს მხარს.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასასრულს, მაკრონმა საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს დაავალა, რომ „მომდევნო დღეებში მოამზადოს ინიციატივა ამ მიმართულებით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც სავარაუდოდ დაასრულებს კონფლიქტს“.