Loading data...
მაკრონი: მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლას გავზრდით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „შემდეგი ორი კვირა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობისთვის გადამწყვეტი იქნება“. ამის შესახებ მან 28 აპრილს ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლას გავზრდით“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მან „ამერიკელები დაარწმუნა, რომ საფრთხეების ესკალაცია და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“ შესაძლებელია. 

მაკრონის თქმით, „მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება იმ ცეცხლის შეწყვეტის დამყარების მცდელობისთვის“, რომელსაც აშშ ცდილობს.

მაკრონმა განმარტა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტთან „ოთხშაბათისა და ხუთშაბათის ღამეს“ ისაუბრა, რათა მისთვის კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მიმართებით უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოეწოდებინა.

საფრანგეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ტრამპთან მისი საუბარი დაგეგმილი არ იყო, თუმცა საბოლოოდ მათ „რამდენიმე წუთით ისაუბრეს“.

„მე მას გავუმეორე: „ჩვენ რუსებთან გაცილებით უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ“.

მზად უნდა ვიყოთ, ამერიკელებთან ერთად, გავამკაცროთ ტონი რუსეთის მიმართ, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტას“, - ხაზგასმით აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

„ვფიქრობ, ვატიკანში ამ შეხვედრის წყალობით ჩვენ კვლავ შევძელით რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. ეს იყო სასურველი შედეგი, რადგან მხოლოდ უკრაინაზე ზეწოლის განხორციელება სწორი არ იყო“, - დასძინა მან.