Loading data...
მაკრონი: იმ საერთაშორისო წესრიგის დაშლის რისკის წინაშე ვდგავართ, რომელმაც მშვიდობა მოუტანა მსოფლიოს, ამ კონტექსტში, ჩინეთისა და საფრანგეთის დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩენდუში თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ჩინეთმა და საფრანგეთმა გლობალურ საკითხებზე ისაუბრეს. 

„ჩვენ ვდგავართ იმ საერთაშორისო წესრიგის დაშლის რისკის წინაშე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობა მოუტანა მსოფლიოს და ამ კონტექსტში, ჩინეთსა და საფრანგეთს შორის დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ვიმედოვნებ, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს მოწოდებას, ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დარტყმების მორატორიუმის სახით“, - განაცხადა მაკრონმა.

სი ძინპინმა საფრანგეთის მოწოდებას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას“ და მოუწოდა ყველა მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღებისკენ.