Loading data...
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ ამართლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და მასთან დაკავშირებული ნავთობის ფასების ზრდა არანაირად არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. ამის შესახებ მან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტს განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას განიხილავს.

როდესაც მაკრონს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა „არანაირად არ ამართლებს“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.