Loading data...
მაკრონი: ევროპას ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების განახლება სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპას ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების განახლება სჭირდება. ამის შესახებ მან გაზეთ La Tribune Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, წერს European Pravda

მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას სურს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რათა საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოს.

„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განახლება, რადგან ჩინეთს ახლა ბევრ სფეროში ჭარბი შესაძლებლობები აქვს და ევროპაში ექსპორტს მასიურად ახორციელებს“, - თქვა მაკრონმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთისგან დისტანცირებას არ აპირებს. 

„იქნება ეს კლიმატის, თუ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ჩინელები გვჭირდება“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მაკრონი ცდილობს თავისი პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან გააღრმავოს.  

სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს 5-დან 10 მაისამდე ეწვევა.

ეს ევროპაში ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტი კორონავირუსული პანდემიის შემდეგ.