Loading data...
მაკრონი: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონისტური სახელმწიფოს ვასალი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოკავშირეებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და აშშ-სა და ჩინეთს დაუპირისპირდნენ.

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონისტური სახელმწიფოს ვასალი. ჩვენ არ გვინდა, ჩინეთის დომინირებაზე ვიყოთ დამოკიდებული და არ გვინდა, გადამეტებულად დავრჩეთ მოწყვლადი აშშ-ის გაუთვალისწინებელი ნაბიჯების მიმართ. აშშ დიდი ქვეყანაა, მაგრამ ამჟამინდელი მიდგომით „პანდორას ყუთის“ გახსნის რისკს იღებს“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, ბრაზილიას, კანადასა და ინდოეთს იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან საერთო სამოქმედო დღის წესრიგი აქვთ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური ჯანდაცვის საკითხებში.

მან დასძინა, რომ ირანში არსებული ვითარების გამოსწორება მხოლოდ დაბომბვით ან სამხედრო ოპერაციებით შეუძლებელია.