Loading data...
მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ გადახედვას საჭიროებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ წარდგენილი „სამშვიდობო გეგმა“ კარგი საფუძველია სამუშაოდ, თუმცა მისი გადახედვა ევროპელების მონაწილეობითაა საჭირო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

„არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელიც საკმაოდ ნაცნობ იდეებს მოიცავს, მიუხედავად იმისა, გახმაურდა თუ არა ისინი. ეს კარგია იმით, რომ ის გვთავაზობს მშვიდობას და აღიარებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში მნიშვნელოვან ელემენტებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სამხრეთ აფრიკაში G20-ის შეხვედრაზე.

„მაგრამ ეს არის სამუშაოს საფუძველი, რომელიც გადახედვას საჭიროებს, როგორც ეს გასულ ზაფხულს გავაკეთეთ, რადგან ეს გეგმა, უპირველეს ყოვლისა, ევროპელებთან არ ყოფილა შეთანხმებული“, - აღნიშნა მაკრონმა. 

„მაგრამ ის ევროპელებისთვის ბევრ რამეს ითვალისწინებს. გაყინული აქტივები ევროპელების ხელშია. უკრაინის ევროპული ინტეგრაცია ევროპელების ხელშია. ნატოს ქმედებების ცოდნა ნატოს წევრების ხელშია. ამიტომ ბევრი რამ არ შეიძლება იყოს უბრალოდ ამერიკული წინადადება; ისინი უფრო ფართო კონსულტაციებს მოითხოვს“, - დასძინა მაკრონმა.