Loading data...
მაკრონი ამ კვირაში ჩინეთს ეწვევა და სი ძინპინს სთხოვს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3-5 დეკემბერს პეკინს ეწვევა და გეგმავს, კიდევ ერთხელ სთხოვოს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

ეს იქნება მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. 

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი, რომელიც ჩვენსავით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, გავლენას მოახდენს რუსეთზე, რათა რუსეთი და კერძოდ, ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას“, - განაცხადა ბარომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე.