მაკრონი: 629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე - ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა.
„629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა. ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.
განზრახ დაბომბეს საცხოვრებელი ტერიტორიები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები.
საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს. სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს“, - აცხადებს მაკრონი.
629 missiles and drones in a single night over Ukraine: this is Russia’s idea of peace. Terror and barbarism.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 28, 2025
More than a dozen dead, including children.
Residential areas and civilian infrastructures deliberately targeted. The offices of the European Union Delegation…
ინფორმაციისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გასული ღამის განმავლობაში 600-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს.
უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 589 დრონი გაანადგურა.