მაიკ უოლცი უკრაინის საკითხზე: 100 დღის წინ არაფერი იყო, ახლა პროცესი მიმდინარეობს და ტრამპი მზად არის ორივე მხარეზე ზეწოლა მოახდინოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ზეწოლა მოახდინოს როგორც რუსეთზე, ასევე უკრაინაზე, რათა მათ შორის კონფლიქტი დასრულდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტს გადაწყვეტილება აქვს მიღებული ომი დაასრულოს. ის მზად არის ომის დასასრულებლად ორივე მხარეზე ზეწოლა მოახდინოს,“ - აცხადებს მაიკ უოლცი.
უოლცის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი თავად გადაწყვეტს რა ტიპის ზეწოლა მოახდენს რუსეთზე.
მან ტრამპის განცხადებები გაიხსენა რუსეთის სანქცირების შესახებ, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებით.
მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული.
„100 დღის წინ არაფერი იყო. დაუსრულებელი ჩიხი იყო, ახლა კი გარკვეული პროცესი მიმდინარეობს“, - აცხადებს მაიკ უოლცი.