1768734116
უცხოეთი
მაიკ ჯონსონი: ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიაში სამხედრო ჩარევა შესაძლებლად არ მიმაჩნია
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შეერთებული შტატების მხრიდან გრენლანდიაში სამხედრო ჩარევა გამორიცხა.
შესაბამისი განცხადება ჯონსონმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა დიპლომატიაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიაში სამხედრო ჩარევა შესაძლებლად არ მიმაჩნია. არსებული სიტუაციის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა დიპლომატიაა. ამას ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც ადასტურებს. გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადებების მიზანი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ევროკავშირში ხელახლა გააცნობიერონ ამ გეოგრაფიისა და ამ მდებარეობის მნიშვნელობა“, - განაცხადა ჯონსონმა.