Loading data...
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო

„ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების გამო“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკ ბენცმა ლიზ ტრასთან ინტერვიუში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივი დიპლომატიის ოფისი მხარს უჭერს ევროპაში ციფრული გამოხატვის თავისუფლების ინიციატივას - იმ ტიპის საქმიანობას, რომელიც საუკუნის განმავლობაში ევროპაში სრულიად უდავო იყო და მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო ცენზურის ზომების დაფინანსება, ნაცვლად სიტყვის თავისუფლებისა“, - აღნიშნა მაიკ ბენცმა.

მისი თქმით, მედია-სამყარო სრულიად აღშფოთებულია ამის გამო და ამტკიცებს, თითქოს ეს რუსული გავლენის ოპერაციაა.

„ისინი ამბობენ, რომ აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას უჭერენ მხარს, რადგან ევროპაში მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს სურთ სიტყვის თავისუფლება საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად, რუსებს კი მათი გამარჯვება აწყობთ, რადგან ეს პარტიები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ნატოსა თუ ევროკავშირის ქმედებების მიმართ. ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, რათა დარწმუნდნენ, რომ აშშ-ის მხრიდან გაცემული ყოველი გრანტი საჯაროა. სხვათა შორის, მე სრულად ვუჭერ მხარს ამას. თუმცა, სულ რაღაც 15 თვის წინ, სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი და დაინტერესებული ფინანსური მხარეები სანქციებით ემუქრებოდნენ უნგრეთს, საქართველოს და ევროპის კიდევ სამ ქვეყანას, რომლებსაც სწორედ ასეთი გამჭვირვალობის კანონების მიღება სურდათ. მეტიც, მათ ამას „რუსული კანონი“ უწოდეს, რადგან რუსეთმა მსგავსი რამ 2012 წელს მიიღო“, - განაცხადა მან.

„სინამდვილეში, რუსეთს ამ გამჭვირვალობის კანონებთან პრობლემა არ ჰქონია; პრობლემა ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომლებიც აფინანსებდნენ ჯგუფებს უნგრეთში. ევროკავშირი იმითაც კი დაემუქრა, რომ თუ საპარლამენტო კანონპროექტი გავიდოდა, ისინი გაყინავდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარის სახსრებს, თუკი მთავრობის მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 23 000 დოლარზე მეტს იღებს, ამის საჯაროდ დეკლარირებას მოსთხოვდნენ. რატომ ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამ გამჭვირვალობის კანონთან პრობლემა? იმიტომ, რომ ისინი უნგრულ მედიას, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აშშ-ისა და ევროკავშირის სახსრებით ტბორავენ, რათა შექმნან ხელოვნური პოლიტიკური მოძრაობა ორბანის დასამხობად, შეძლონ უკრაინის ევროკავშირში შეყვანა და ერთადერთი ვეტოს უფლების მქონე ხმის გათიშვა მთელ ევროკავშირში“, - დასძინა ბენცმა.