Loading data...
მაია სანდუ - კრემლის ფსონი საპარლამენტო არჩევნებზე არის მოლდოვის ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ მისი გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, კრემლის ფსონი საპარლამენტო არჩევნებზე არის მოლდოვის ხელმძღვანელობის შეცვლა მის კონტროლის ქვეშ მყოფი ხალხით და შემდეგ ქვეყნის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ სანდუმ Jurnal TV-ის ეთერში განაცხადა.

სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა რჩება მოლდოვის ფარად და კიშინიოვის ხელისუფლებას აქვს მორალური მოვალეობა, არ დაუშვას მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, სანდუმ უპასუხა, რომ მოსკოვი დიდ ძალისხმევას მიმართავს მოლდოვაში არჩევნების შედეგზე ზემოქმედებისთვის.

„ვნახეთ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს და აშკარაა, რომ წელსაც შეეცდება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე. კრემლის ფსონი არის ჩაანაცვლოს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ადამიანებით, რომელთა კონტროლიც შეუძლია“, - განაცხადა მაია სანდუმ. 

მისივე განცხადებით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვა ომში ჩაითრიოს. 

„ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, დავრჩეთ სწორ მხარეს, დავრჩეთ მეგობრულ ქვეყნად“, - დასძინა სანდუმ. 

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში შესაძლოა 28 სექტემბერს ჩატარდეს.