Loading data...
მადრიდში ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა - დაშავდა 25 ადამიანი

მადრიდში, ერთ-ერთ ბარში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

როგორც ესპანური მედია წერს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. 

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. 

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.