Loading data...
მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთს შეუძლია, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია უმასპინძლოს მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მადიარმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ იარაღი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. მისი თქმით, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.

„უნგრეთს აქ გადამწყვეტი როლის თამაში არ შეუძლია; ეს დიდი სახელმწიფოების საქმეა. ჩვენ შეგვიძლია დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. უნგრეთს ასევე შეუძლია, მოლაპარაკებების პლატფორმა გახდეს“, - აღნიშნა მან. 

მადიარმა ასევე ახსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც შეერთებული შტატები და წამყვანი ქვეყნები უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას იძლეოდნენ. 

„თუმცა ეს დაპირებები არ შესრულდა, რადგან ცარიელი ლოზუნგებით ცოტა რამის მიღწევაა შესაძლებელი. უკრაინაში კი ყველაფერი ახლა ნამდვილად დევს სასწორზე. ბევრი ადამიანი იღუპება და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ქვეყანამ თავისი ტერიტორიის ნაწილი დაკარგოს. ამიტომ უკრაინას ნამდვილი საერთაშორისო გარანტიები სჭირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.