Loading data...
ლვოვის ოლქში რაკეტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის 2 ობიექტს მოხვდა

15 იანვარს, რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ლვოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან, თუმცა, არის დაზიანებული შენობები. ჯერჯერობით, ელექტროენერგია არ გათიშულა“, - ამბობს ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკი.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად, სოფელ სკნილოვში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დამხმარე ნაგებობა.

„სახლის სიახლოვეს 6-დან 5 მეტრამდე დიამეტრის და დაახლოებით 2.5 მეტრის სიღრმის კრატერი ჩამოყალიბდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა“, - ამბობს ის.