Loading data...
ლუვრის მუზეუმის დირექტორმა გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ძარცვის გამო თანამდებობა დატოვა

ლუვრის მუზეუმის დირექტორმა დე კარსმა გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ძარცვის გამო თანამდებობა დატოვა.

ის კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც გასულ წელს დღისით ძარცვის დროს ქურდებმა მუზეუმიდან ფასდაუდებელი სამკაულების კოლექცია მოიპარეს .

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკვე დააკმაყოფილა განცხადება ლორანს დე კარსის გადადგომის შესახებ, რომელიც სახელგანთქმულ მუზეუმს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.