Loading data...
„ლუკოილი“ თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის

„რუსულმა კომპანიამ „ლუკოილმა“ თანხმობა განაცხადა, რომ თავისი საერთაშორისო აქტივები ამერიკულ კერძო საინვესტიციო კომპანია  Carlyle Group-ს მიჰყიდოს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, „საკითხი ეხება „ლუკოილის“ განყოფილების გაყიდვას – Lukoil International GmbH-ს, რომელიც კომპანიის უცხოურ აქტივებს აკონტროლებს.“

Carlyle Group-თან გარიგება არ მოიცავს ყაზახეთში აქტივების გაყიდვას.

„ლუკოილმა“ ასევე განაცხადა, რომ გარიგება მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ექვემდებარება და კომპანია სხვა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

შეთანხმების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა.

„ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვა აუცილებელი ნაბიჯი გახდა მას შემდეგ, რაც რუსული კომპანია 2025 წლის ოქტომბერში აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.