ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებში „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრას დაესწრება
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ პირადად გაემგზავრება შეერთებულ შტატებში „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე დასასწრებად.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს შეერთებულ შტატებში ჩასვლას დაჰპირდა.
„მათ [აშშ-მა] ნამდვილად მოითხოვეს, რომ დავსწრებოდი „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრას. მე ღიად და გულწრფელად ავუხსენი მათ, თუ რატომ ვერ დავესწარი [პირველ შეხვედრას, რომელიც ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართა]. ეს მხოლოდ გრაფიკის გამო არ იყო, არამედ სხვა გარემოებების გამოც“, - აღნიშნა მან.
ლუკაშენკოს თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ის იმ დროს შეერთებულ შტატებში არ გაფრინდა, ბელარუსში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება იყო.
„ამიტომაც დავპირდი, რომ მალე შევხვდებით, როცა ღონისძიება გექნებათ“, - დასძინა მან.