Loading data...
ლუკაშენკო: უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

ელორუსიის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

„ამის შესახებ ვფიქრობდი: 30-დღიანი ზავი, რასაც ამერიკელები და უკრაინელები ითხოვენ. უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ამერიკელებმა თქვეს: 30 დღე. სხვათა შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ. რას აკეთებენ ისინი? ისინი ნიადაგს ამოწმებენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.