Loading data...
ლუკაშენკო: ჩვენი ისტორიული მისიაა, რომ ბელარუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გავხადოთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, აუცილებელია ბელარუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს.

„ჩვენი ისტორიული მისიაა, რომ ბელორუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. ჩვენ ღირსეულად ვივლით ამ გზაზე“, - განაცხადა ლუკაშენკომ რუსეთის ფედერაციის საბჭოში.

ამავე დროს, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„როდის გახდება რუსეთი ბელარუსის შემადგენლობაში, ან პირიქით, ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ“, - აცხადებს ლუკაშენკო.