Loading data...
ლუკაშენკო: ჩვენ ომისთვის ვემზადებით

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ომისთვის ემზადება, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ის ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ წერს. 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ბელარუსის შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველი შემოწმება აუცილებელი იყო იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოქმედებენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი დანაყოფები ომის პირობებში.

„არანაირი მშვიდობიანი დრო არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის. სწორედ ამიტომ შევქმენით შეიარაღებული ძალები, სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ მათ, სწორედ ამიტომ იხდის ხალხი ფულს ჩვენს მხარდასაჭერად“, - განაცხადა ლუკაშენკომ სამხედროებთან მიმართვისას და დასძინა, რომ ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ არმია სწორედ ამისთვის არსებობს. თუ ვინმე მოულოდნელად გადაწყვეტს ჩვენთან „საუბარს“, ჩვენ ვუპასუხებთ. სწორედ ამისთვის ვემზადებით“, - აცხადებს ლუკაშენკო. 

ინფორმაციისთვის, 19 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ჩავიდა, სადაც ის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. მათ ლუკაშენკოს შეერთებულ შტატებში შესაძლო ვიზიტის საკითხზე ისაუბრეს.