1755962772
უცხოეთი
ლუკაშენკო: ბელორუსები მხოლოდ იმ შემთხვევაში იომებენ, თუ ქვეყანას თავს დაესხმებიან

ბელორუსები მხოლოდ იმ შემთხვევაში იომებენ, თუ ქვეყანას თავს დაესხმებიან, - განაცხადა ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი თქმით, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ბელარუსი უკრაინაში შეჭრას აპირებს, სიცრუეა, რადგანაც უკრაინა ბელარუსს თავს არ ესმის და ომის მიზეზი არ არსებობს.
„ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამერიკელებმა ერთ-ერთ „მესენჯერში“, თუ რასაც ეძახიან, დაწერეს, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ჩრდილოეთიდან უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. ეს შეუძლებელია. რაში გვჭირდება? ასეთი მიზანი არასდროს გვქონია. ჯერჯერობით უკრაინა ჩვენთან ომს არ აპირებს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიბრძოლებთ, თუ თავს დაგვესხმებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.