1780083622
უცხოეთი
ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ემანუელ მაკრონის წარმომადგენელი ეწვევა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირის მინსკში ვიზიტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BelTA იტყობინება.
როგორც ბელორუსული მედია წერს, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს მეთაურები 24 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.
„რამდენიმე დღეში ეს ადამიანი აქ იქნება. არ მინდა მისი სახელი ვთქვა. ჩვენ სერიოზულად ვისაუბრებთ. ეს მისი ადამიანია, აბსოლუტურად სანდო, ის საქმის კურსშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.