Lufthansa-ს პილოტები ორდღიან გაფიცვას გეგმავენ
გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტებმა საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ორდღიანი გაფიცვის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო dpa იტყობინება.
პროფესიულმა კავშირმა Vereinigung Cockpit-მა 5000 პილოტს მოუწოდა 12-13 მარტს არ შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და სამსახურში არ გამოცხადნენ.
როგორც აღინიშნა, პილოტების პროტესტი არ შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ მიმართულ ფრენებს. ჩამონათვალშია - ეგვიპტე, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ერაყი, ისრაელი, იემენი, იორდანია, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
Lufthansa-ს პილოტები საპენსიო ფონდში დამსაქმებლის შენატანების გაზრდას ითხოვენ.
თებერვალში, Lufthansa-ს პილოტების გაფიცვის შედეგად ასობით რეისი გაუქმდა.