Lufthansa-ს პილოტები 12 თებერვალს 24-საათიან გაფიცვას გამართავენ
გერმანიის უდიდესი ავიაკომპანიის, Lufthansa-ს პილოტებმა 12 თებერვალს 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შესახებ პილოტების პროფკავშირმა, Vereinigung Cockpit-მა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლები საპენსიო პირობების გაუმჯობესებას და შტატის შემცირების შესახებ მოლაპარაკების გამართვას მოითხოვს. გაფიცვის გამო Lufthansa ყველა რეისს აუქმებს მაინის ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ბერლინში, დიუსელდორფში და გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქში.
Lufthansa-ს მიერ გავრცელებულ ბოლო ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს კომპანიამ მოგების მეხუთედი დაკარგა და მისი რენტაბელობა სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
ამის გამო Lufthansa-მ განაცხადა, რომ 4000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. აქედან 800 შტატი ბორტგამყოლებზე მოდის.