1767197449
უცხოეთი
ლუბინეცი: ომის დაწყებიდან უკრაინა 11 მილიონმა ადამიანმა დატოვა
ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანა 11 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა დმიტრო გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყურადღება მიაქციეთ, უკრაინის 11 მილიონი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული. დღეს მე მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პასუხი, სადაც საუბარია 8.5 მილიონ მოქალაქეზე. ჩვენ გვესმის, რომ მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე არ დგება, ამიტომ უკრაინის ხელისუფლება მათ ვერ ხედავს“, - აღნიშნა ლუბინეცმა.