Loading data...
ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესის გარეუბან ჩატსვორტში ტელეკომპანია NBC4-ის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წერს CNN. 

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის  ცნობით, დაღუპული 3 ადამიანიდან ერთ-ერთი ფეხით მოსიარულე იყო, რომელიც ავტოსადგომზე იმყოფებოდა. კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საჰაერო ხომალდი ორ კომერციულ შენობას შორის მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ხანძარმა დააზიანა იქვე მდგომი 4 ავტომობილი და 2 ტვირთის კონტეინერი.