1765779746
უცხოეთი
ლოს-ანჯელესში ცნობილი რეჟისორი და მისი ცოლი გარდაცვლილები იპოვეს
აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი ცოლი, მიშელ რაინერი გარდაცვლილები იპოვეს. პოლიცია საქმეს, როგორც „შესაძლო მკვლელობას“ იძიებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, რობ რაინერის და მისი მეუღლის ცხედრები მათ სახლში აღმოაჩინეს. რაინერების ნათესავი სახლში მივიდა და მეუღლეების ცხედრები აღმოაჩინა, რის შემდეგაც საგანგებოს სამსახურები გამოიძახა.
ამჟამად ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. პოლიციელები სასამართლოს ორდერს ელოდებიან, რათა სახლში ჩხრეკა ჩაატარონ.
რობ რაინერი, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორია. ის პოპულარული გახდა სერიალის, „ყველაფერი ოჯახში“ გადაღების შემდეგ, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. კინოში მუშაობის გარდა, რაინერი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.