ლონდონში დემონსტრაციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - The Guardian
გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული საბავშვო ბაღში შეიჭრა და 3 ბავშვი იმსხვერპლა, ათამდე კი დაჭრა. როგორც The Guardian წერს, ლონდონში მასშტაბური პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით - „კმარა“ გამოვიდნენ. მალევე, შეკრება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
„კლივლენდის პოლიციის განცხადებით, ოფიცრებს ლუდის ქილები, შუშის ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 100-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული ისეთი სამართალდარღვევებისთვის, როგორებიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა და პროტესტის პირობების დარღვევა. ზოგიერთმა თანამშრომელმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მოედანზე, უინსტონ ჩერჩილის ქანდაკებას ფერადი მაშხალები დაუშინეს.
ღამის განმავლობაში კი პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ქუჩებში ავტომობილებიც დაწვეს.
დემონსტრაციები გაიმართა მანჩესტერსა და სხვა დიდ ქალაქებში.