1765119364
უცხოეთი
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც ჰითროუს აეროპორტში წიწაკის სპრეი გამოიყენა
ლონდონის პოლიციამ ჰითროუს აეროპორტში კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც მან მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
ინციდენტი მესამე ტერმინალის ავტოსადგომზე ორ ჯგუფს შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ მოხდა. როგორც ირკვევა ერთმანეთს ადამიანების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.
პოლიცია ეძებს სხვა ეჭვმიტანილებსაც.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.