Loading data...
ლონდონში 36 წლის კაცმა 5 ადამიანი ხმლით დაჭრა

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ორ პოლიციელს, - წერს BBC

მედია იტყობინება, რომ მომხდარი ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი არ არის დაკავშირებული ტერორიზმთან და ისინი არ ეძებენ სხვა ეჭვმიტანილებს.

ამავე ინფორმაციით, ხმლით შეიარაღებული 36 წლის კაცი პოლიციამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში დააკავა.