1756932368
უცხოეთი
ლისაბონში ისტორიული ფუნიკულიორის „გლორიას ვაგონის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა.
პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
პორტუგალიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 5 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 13-ს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
ქვეყნის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე პორტუგალიელები.
პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.