1756984518
უცხოეთი
ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
უფრო კონკრეტული კი, უცხოური მედიის ცნობით, 2 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თავდაპირველად 15 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
მსხვერპლთა უმეტესობის ეროვნება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაღუპულია საბაგიროს მემანქანე პორტუგალიელი ანდრე მარკესი.
ფუნიკულიორი „გლორია“, რომელსაც 42 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, ლისაბონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციად მიიჩნევა.